სალათა სიმინდით და ლორით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.09, 2022 წელი

მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი ლორი
🔸 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
🔸 2 კვერცხი
🔸 1 ცალი კიტრი
🔸 ნახევარი ბულგარული წიწაკა
🔸 ცოტ-ცოტა კამა
🔸 ოხრახუში და მწვანე ხახვი
🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი
🔸1 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი
🔸 ცოტა კორიანდრი
🔸 რამდენიმე ცალი პომიდორი ჩერი და ცოტა ბროწეული.
მომზადების წესი 👩🍳
ლორი დაჭერით მომცრო კუბიკებად. მოათავსეთ თასში და მოაყარეთ გადაწურული სიმიდი. კუბიკებად დაჭერით მოხარშული კვერცხი, ბულგარული წიწაკა, კიტრი – კანიანად და დაუმატეთ სალათას. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ხახვი; შემდეგ – სუნელი. ცალკე თასში ერთმანეთში შეურიეთ არაჟანი, სოიის სოუსი, მდოგვი და ძალიან კარგად აურიეთ. მოასხით სალათას და კიდევ ერთხელ აურიეთ. გადმოიღეთ სასალათეზე, მოაყარეთ ბროწეული და მორთეთ პატარა პომიდვრებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან