კულინარია
სალათა სიმინდით, კიტრითა და კომბოსტოთი (სამარხვო)
№27
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.07, 2022 წელი

მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი ნაზფოთლიანი კომბოსტო
🔸 2 ცალი კიტრი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 მარილი და ზეთი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
კიტრი კანიანად დაჭერით, კომბოსტო – ცოტა მსხვილად და ერთად მოათავსეთ თასში. მოაყარეთ სიმინდი. დაუმატეთ მარილი. ახლადგამოწურული ლიმონის წვენი, ზეთი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან