კულინარია
სალათა შემწვარი სოსისებით
№22
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.06

ინგრედიენტები:
🔸 130 გრამი მწვანე სალათის ფურცლები
🔸 2 ცალი სოსისი
🔸 100 გრამი ბოლოკი
🔸 4 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი
🔸 1 სადილის კოვზი ჩია
🔸 ცოტა სეზამის მარცვლები
🔸 ოხრახუში.
მომზადების წესი 👩🍳
ჯერ მოხარშეთ ბრინჯი. ბოლოკი დაჭერით მომცრო კუბიკებად, ოხრახუში კარგად გარეცხეთ და შეაშრეთ. სოსისები დაჭერით წვრილად და სწრაფად შეწვით აეროგრილში (10 წუთი – 180 გრადუსზე). ბრინჯი და დანაწევრებული სალათის ფოთლები ერთმანეთში კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ბოლოკი. ბოლოს კი – შემწვარი სოსისები და ჩია. მოასხით ბოლოკის დაჭრის დროს გამოყოფილი წვენი და აურიეთ. ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში, სეზამის მარცვლები და შესანიშნავი იქნება ხრაშუნა პურთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან