კულინარია

სალათა პიკანტური სოუსით

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.07

სალატა პიკანტური სოუსით
დაკოპირებულია

გემრიელი სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი მჭლე და საუკეთესო ხარისხის ლორი

🔸 1 ცალი მოზრდილი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ცალი მოზრდილი კიტრი

🔸 100 გრამი ყველი

🔸 2 კვერცხი

🔸 1 კონა კამა, 2 ცალი ბოლოკი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

სოუსი: 2 სადილის კოვზი მაიონეზი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 1 მოზრდილი კბილი ნიორი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კიტრი კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და გახეხეთ. ძალიან წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა, ყველი, კამა და ლორი. კვერცხი მოხარშეთ მაგრად და დაფხვენით, გახეხეთ ბოლოკი, ყველა ინგრედიენტი ფენებად მოათავსეთ თასში, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი, შეურიეთ გასრესილი ნიორი, დაუმატეთ მაიონეზი და არაჟანი, აურიეთ ძალიან კარგად, მოასხით სალათას, ისევ აურიეთ და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა