სალათა ნიორ-ნიგვზიანი საწებლით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.06

ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ინდაურის ბარკლის ფილე
🔸 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი
🔸 2 ცალი საშუალო ზომის კიტრი
🔸 1 ცალი დიდი, წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი წითელი ხახვი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸50 გრამი ნიგოზი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი – შესაწვავად
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
🔸 1 სადილის კოვზი ღვინის ძმარი
🔸 სალათის ფოთლები
🔸 შავი პილპილი, ჩილი, მარილი, ქინძი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ინდაური დაჭერით წვრილ ზოლებად. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და მსუბუქად შებრაწეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მარილი და სუნელები ამ ეტაპზე არ დაამატოთ. გაამზადეთ და დაჭერით – ხახვი რგოლებად, წიწაკა – ზოლებად, კიტრი – რგოლებად, პომიდორი – ნახევარრგოლებად.
მოამზადეთ ნიორ-ნიგვზიანი საწებელი: ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ ნიგოზი, შემდეგ ჩაყარეთ საჭყლეტ ჭურჭელში, დაუმატეთ ნიორი, ხმელი სუნელი, ჩილი, შავი პილპილი, ჩილი და მარილი. კარგად დაუმუშავეთ პასტის მსგავსი მასის მიღებამდე. დაამატეთ ძმარი და აურიეთ. ბოსტნეულს შეურიეთ ეს არომატული საწებელი, დატოვეთ 10 წუთით. შემდეგ კვლავ ფრთხილად გადაურიეთ. დაუმატეთ გაცივებული ინდაურის ხორცი და აურიეთ.
მოზრდილ ლანგარზე დაალაგეთ სალათის ფოთლები, მოათავსეთ სალათა და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან