კულინარია

სალათა ქათმის ღვიძლით

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.10

სალათა ქათმის ღვიძლით
დაკოპირებულია

ქათმის ღვიძლის გემრიელი სალათი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ქათმის ღვიძლი

🔸 3 კვერცხი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი წითელი ხახვი

🔸 3 ცალი კიტრი მარინადში

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

სოუსი: 3 სადილის კოვზი არაჟანი, 3 სადილის კოვზი მაიონეზი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 კბილი ნიორი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ კვერცხი, ქათმის ღვიძლი და სტაფილო, ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, მოასხით ლიმონის წვენი, გააჩერეთ 15 წუთი. კიტრის მარინადი დაჭერით მომცრო კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ, ქათმის ღვიძლი დაჭერით, კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, ცილა გახეხეთ, კვერცხის გული დაფხვენით.

სოუსისთვის ერთმანეთში შეურიეთ არაჟანი, მაიონეზი, მდოგვი, დაქუცმაცებული ნიორი. კარგად აურიეთ და უყავით მარილი და შავი პილპილი. ბოსტნეული მოათავსეთ თუშფალანგზე და დაწურეთ. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი თასში ფენებად, ფენებს შორის წაუსვით სოუსი. ბოლოს კი მოაყარეთ ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა