სალათა ბადრიჯნითა და სტაფილოთი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.06, 2022 წელი

გემრიელი სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 350 გრამი ბადრიჯანი
🔸 100 გრამი ბულგარული წიწაკა (წითელი)
🔸 1 თავი ხახვი
🔸 150 გრამი პომიდორი, 100 გრამი სტაფილო კორეულად
🔸 1,5 სადილის კოვზი ცხარე სოუსი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი ძმარი
🔸 ცოტა თაფლი ან შაქარი
🔸 3 კბილი ნიორი, ცოტა ქინძი და ოხრახუში, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯანი დაჭერით კანიანად საშუალო ზომის, გრძელ ნაჭრებად და ჩაყარეთ მარილიან მდუღარე წყალში. 5 წუთის შემდეგ ამოიღეთ და დაწურეთ. ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად. თასში მოათავსეთ ფენებად თხლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და სტაფილო კორეულად. ცალკე თასში სოუსს შეურიეთ ძმარი, ზეთი, მარილი, პილპილი, შაქარი (ან თაფლი), გასრესილი ნიორი, მოასხით თქვენს კერძს, აურიეთ და სალათაც მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან