სალათა ბადრიჯნით (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.07

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 250 გრამი ბადრიჯანი
🔸 250 გრამი ბულგარული წიწაკა
🔸 100 გრამი პომიდორი
🔸 4 კბილი ნიორი
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 წითელი ცხარე წიწაკა
🔸 5 სადილის კოვზი ზეთი
🔸 ოხრახუში, ცოტა ჩილი.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯანი დაჭერით ბრტყლად, 0,5 სანტიმეტრის სისქის უნდა იყოს, მოაყარეთ ცოტა მარილი და 5 წუთით მოათავსეთ ცხელ აირღუმელში. ბულგარული წიწაკა ჩხირებად დაჭერით და მოშუშეთ ძლიერ ცეცხლზე 1 სადილის კოვზ ზეთში. მოასხით სოიის სოუსი, დაუმატეთ შაქარი და და ერთად მოშუშეთ. ტაფაზე კიდევ ერთი კოვზი ზეთი დაასხით, შეწვით ბადრიჯანი ორივე მხრიდან, გადმოიღეთ, დაჭერით მსხვილად, შეურიეთ ბულგარულს, ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, ნიორი, წიწაკა, ჩილი, მწვანილი და აურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან