კულინარია

საქონლის ხორცის ჩაშუშული აჯიკით

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.12

ოსპის წვნიანი
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი საქონლის ხორცი

🔸 4 თავი ხახვი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 სადილის კოვზი აჯიკა

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 ბულგარული წიწაკა

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 ცოტა დაფქული წითელი წიწაკა

🔸 350 გრამი პომიდორი

🔸 3 სადილის კოვზი პომიდვრის წვენი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 1 წითელი ხახვი

🔸 1 კონა ქინძი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

საქონლის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხახვი – მრგვლად და დაუმატეთ ხორცს. ასევე, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ზეთი და აჯიკა. კარგად აურიეთ და დატოვეთ 30 წუთით, რათა ხორცი და სანელებლები კარგად შეერიოს. შემდეგ მოათავსეთ მშრალ ქვაბში, დააფარეთ თავსახური და 30 წუთი ნელ ცეცხლზე საკუთარ წვენში ჩაშუშეთ. პერიოდულად მოურიეთ. როდესაც სითხე ოდნავ ამოშრება, დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და წითელი, დაფქული წიწაკა. აურიეთ და 2 წუთი გააჩერეთ. პომიდვრებს მოაცილეთ კანი და გაატარეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ ხორცს. ჩაასხით პომიდვრის წვენი, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 1 საათი. პერიოდულად ურიეთ. თუ სითხე ცოტაა, ჩაუმატეთ ადუღებული წყალი. როდესაც ხორცი დარბილდება მოაყარეთ მარილი, დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი მწვანილი, აურიეთ. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ თავდახურული კიდევ 15 წუთით, რომ არომატი გაუჯდეს. გასაფორმებლად გამოიყენეთ თხლად დაჭრილი წითელი ხახვი და მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა