საქონლის ხორცი ქამა სოკოთი და ბულგარული წიწაკით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.03, 2023 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ საქონლის ხორცი ქამა სოკოთი და ბულგარული წიწაკით გემრიელად.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი საქონლის რბილი ხორცი
🔸200 გრამი ქამა სოკო
🔸 2 თავი ხახვი, თითო-თითო ცალი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 1 კონა კამა
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით ხორცი, მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე. დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, აურიეთ და მოშუშეთ რამდენიმე წუთი. ჩაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სოკო, მსხვილად გახეხილი სტაფილო და ტომატ-პასტა, მარილი, პილპილი და შუშეთ 5 წუთი. დაასხით 300 მილილიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან