კულინარია

საქონლის ხორცი ბოსტნეულითა და კიტრის მწნილით

№6

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.02, 2023 წელი

საქონლის ხორცი
ბოსტნეულით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ საქონლის ხორცი ბოსტნეულითა და კიტრის მწნილით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი საქონლის ხორცი

🔸 3 თავი ხახვი

🔸 7 ცალი მჟავე კიტრი

🔸1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸3 ცალი კარტოფილი

🔸 ზეთი – ხორცის მოსაშუშად და კარტოფილის შესაწვავად

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

საქონლის ხორცი დაჭერით. წვრილად დაჭერით ხახვი და მჟავე კიტრი. მსხვილ ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ ხორცი და 3-4 წუთი შუშეთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ ხახვი და ერთად მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე. დაასხით 3 ჭიქა ცხელი წყალი, დააფარეთ სახურავი და შუშეთ ხორცის დარბილებამდე, შემდეგ დაუმატეთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ტომატ-პასტა, მოურიეთ, წამოადუღეთ და ჩაუმატეთ კიტრის მწნილი, მარილი და პილპილი. ჩაშუშულ ხორცს ბოლოს დააყარეთ მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან. კერძის მზადების პარალელურად, შეწვით კარტოფილი და ჩაშუშული ხორცი მასთან ერთად მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა