კულინარია

სახლში მომზადებული ჟოლოს ნაყინი ხატია სიჭინავასგან

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.09

ჟოლოს ნაყინი
დაკოპირებულია

ჩემი დიდი ოჯახის გამო ყოველდღიურად მიწევს სამზარეულოში ტრიალი და წვნიანების, სალათებისა თუ დესერტების კეთება. ვცდილობ, სახლში მომზადებული გემრიელი საკვებითა და დესერტებით გავანებივრო არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ მოსული სტუმრებიც. თავად არ ვარ დიდად გურმანი, არც პრეტენზიული მჭამელი. ძირითადად, რასაც ბავშვები მიირთმევენ, იმას მივირთმევ. დიდ ყურადღებას ვაქცევ ჯანმრთელ კვებას. ბევრი მეკითხება, წონას როგორ ინარჩუნებ, ალბათ, დიეტებით და განტვირთვის დღეებითო და ვპასუხობ: ისეთი დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, დიეტის დაცვა და განტვირთვის დღეები კი არა, ხანდახან ჭამა მავიწყდება (იცინის). ახლა კი მინდა, შემოგთავაზოთ ჟოლოს უგემრიელესი და ნატურალური ნაყინის მომზადება, რომელიც საუკეთესო დესერტია ბავშვებისთვის და არა მარტო.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 კვერცხი

🔸 1 ჭიქა შაქრის პუდრა

🔸 1,5 ჭიქა სქელი ნაღები

🔸 1 ჭიქა ჟოლო და ნახევარი პაკეტი ვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნაღები და ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრა ათქვიფეთ, სანამ არ შესქელდება. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ, სანამ ბეზეს მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ დარჩენილი შაქრის პუდრა და ვანილი. ბეზეს შეურიეთ ათქვეფილი ნაღები და ჟოლო. კრემი ჩადეთ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში. 1 საათის შემდეგ, გამოიღეთ და ისევ ათქვიფეთ. ეს პროცედურა სასურველია, კიდევ 2-3-ჯერ გაიმეოროთ. ბოლოს მზა მასა გადაიტანეთ ღრმა ფიალებში და გემრიელად მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა