კულინარია

საგაზაფხულო წვნიანი ბოსტნეულითა და ხორცით

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.04

საგაზაფხულო წვნიანი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 250 გრამი ქამა სოკო

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 450 გრამი ხორცის ფარში

🔸 200 გრამი მდნარი ყველი

🔸 3 ლიტრი წყალი

🔸 3 ცალი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი

🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 1 კონა კამა

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფარშისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და მდუღარე წყალში ჩაყარეთ. 5 წუთის შემდეგ ჩაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი და ხახვი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და ხარშეთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ, დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო და კვლავ თხუთმეტი წუთი იხარშოს. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მდნარი ყველი და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ ნიორი, მარილი და პილპილი. ხარშეთ კიდევ 10-15 წუთით. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი კამა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა