კულინარია

სადღესასწაულო სალათა (სამარხვო)

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.12

სალათი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

სალათისთვის:

🔸 100 გრამი თეთრი კომბოსტო

🔸 1/2 ქილა სიმინდი

🔸 1 ცალი კიტრი

🔸 3 ცალი პატარა პომიდორი (ან 1 დიდი)

🔸 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

🔸 1/2 ჩილის წიწაკა (თესლების გარეშე)

🔸 მარილი – გემოვნებით, 2 სადილის კოვზი სიმინდის ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 ჩაის კოვზი თაფლი

🔸 1 სადილის კოვზი ქუნჯუთი (ან მზესუმზირის თესლი).

მომზადების წესი 👩‍🍳

კომბოსტო დაჭერით და მოათავსეთ თასში. დაუმატეთ სიმინდი. კიტრი დაჭერით ჩხირებად, პომიდორი – შესაბამისი ზომის ნაჭრებად. სტაფილო გახეხეთ ან წვრილად დაჭერით, წიწაკა დაჭერით თხლად. ყველაფერი აურიეთ. უყავით მარილი. მოასხით ზეთი, ლიმონი და თაფლი და კარგად აურიეთ. ზემოდან მოაყარეთ კუნჯუთი და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი