რულეტი შოკოლადის არომატით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.04

გემრიელი რულეტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები: ბისკვიტი – 3 კვერცხი, 75 გრამი ფქვილი, 20 გრამი კაკაო, 90 გრამი შაქარი.
კრემი – 90 გრამი კარაქი, ცოტა კარტოფილის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი კონიაკი, 90 მილილიტრი რძე, 90 გრამი შაქარი.
მოსართავი – 50 გრამი რძიანი შოკოლადი, 30 გრამი კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
დაიწყეთ კრემის მომზადება: ნახევარ ლიტრ რძეში ჩაყარეთ 90 გრამი შაქარი, დადგით ქურაზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. დარჩენილ რძეს შეურიეთ კარტოფილის ფქვილი და ნელ-ნელა ჩაასხით რძეში, თან ურიეთ. როცა შესქელდება, გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
მოამზადეთ ბისკვიტი: ფქვილი და 15 გრამი კაკაო შეურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ კარგად ათქვეფილი კვერცხი და შაქარი, მოზილეთ ცომი, გამოაცხვეთ კარაქწასმულ ტაფაზე 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 15 წუთში მზად იქნება.
მანამდე გათეთრებამდე ათქვიფეთ კარაქი, ნელ-ნელა შეურიეთ რძის კრემი და ძალიან კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ კონიაკი, დარჩენილი კაკაო და კიდევ კარგად აურიეთ. თბილი ბისკვიტი დაახვიეთ. რომ გაცივდება, ფრთხლად გაშალეთ, წაუსვით კრემი და ისევ გადაახვიეთ.
მოამზადეთ გლაზური: 30 გრამი კარაქი და 50 გრამი შოკოლადი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, კარგად აურიეთ და წაუსვით რულეტს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან