კულინარია

რულეტი-სალათა კალმახის ფილეთი

№40

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

რულეტი სალათა
დაკოპირებულია

თევზის რულეტის გემრიელი რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3-4 ცალი კარტოფილი

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 4 კვერცხი

🔸 150 გრამი კალმახის ფილე

🔸 6 ცალი მდნარი ყველის ფირფიტა

🔸 4 სადილის კოვზი მაიონეზი

🔸 4 სადილის კოვზი არაჟანი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი და სტაფილო მოხარშეთ კანიანად. კარტოფილი გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. ბამბუკის საფენზე გააფინეთ საკვების ცელოფანი, მასზე მოათავსეთ მომზადებული კარტოფილი და გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმაზე. ცალკე აურიეთ ერთმანეთში მაიონეზი და არაჟანი, წაუსვით კარტოფილს ზემოდან. მოახარშული სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ, მოაყარეთ კარტოფილს. დაალაგეთ ზემოდან მდნარი ყველის ფირფიტები, მოაყარეთ დაქუცმაცებული კალმახის ფილე. კვერცხიც მოხარშეთ, ცილა და გული ცალ-ცალკე გახეხეთ. ცილა აურიეთ მაიონეზისა და არაჟანის სოუსში და გადაუსვით მომზადებულ მასას. მოაყარეთ დაფხვნილი კვერცხის გული და ცელოფნის დახმარებით რულეტივით გადაახვიეთ. მოათავსეთ მაცივარში ორი სამი საათი მაინც. დაჭერით და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა