კულინარია

რულეტი მანდარინით

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.03, 2023 წელი

მანდარინის რულეტი
დაკოპირებულია

გემრიელი რულეტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 330 გრამი ფხვიერი, ტკბილი ორცხობილა

🔸 2 ცალი ბანანი

🔸 70 გრამი „ხლებცი“

🔸 2 სადილის კოვზი კაკაო

🔸 600 გრამი ხაჭო

🔸 2 სადილის კოვზი თაფლი

🔸 2 სადილის კოვზი ქოქოსის ფხვნილი

🔸 7 ცალი მანდარინი, შაქრის პუდრა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორცხობილა დაფხვენით, „ხლებციც“ დააქუცმაცეთ და შეურიეთ ორცხობილას ფხვნილს, დაუმატეთ გასრესილი ბანანი (მწიფე შეარჩიეთ), კაკაო და ასრისეთ ძალიან კარგად.

ხაჭო დააბლენდერეთ, შეურიეთ თაფლი და ქოქოსის ფხვნილი. ორცხობილას „ცომი“ კარგად დატკეპნეთ მართკუთხედ ფორმაში ჩაფენილ ქაღალდზე და წაუსვით ხაჭოს კრემი. შუაში ერთ ხაზზე დაალაგეთ გაფცქვნილი მანდარინები. ჩაფენილი ქაღალდის დახმარებით და სველი ხელებით გადაახვიეთ რულეტი, შეფუთეთ მჭიდროდ და მოათავსეთ მაცივარში, ნახევარი საათის შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა