კულინარია

რულეტი ლავაშითა და ლორით

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.01, 2023 წელი

რულეტი ლავაშითა და ლორით
დაკოპირებულია

გემრიელი რულეტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი ლავაში

🔸 200 გრამი ლორი

🔸 1 ცალი დამარინადებული კიტრი

🔸 2 ცალი მოხარშული სტაფილო

🔸 100 გრამი მდნარი ყველი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

გახეხეთ სტაფილო, დამწნილებული კიტრი და ნიორი. წვრილად დაჭერით ლორი და მწვანილი. თასში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და მდნარი ყველი. აურიეთ მთელი მასა ძალიან კარგად. გაშალეთ ლავაში, ნაპირები ბასრი დანით ჩამოჭერით და გაასწორეთ. შემდეგ გაჭერით შუაზე. თითოეულს წაუსვით მზა მასა და მჭიდროდ გადაახვიეთ საკვებისთვის ვარგის ცელოფანში. მოათავსეთ მაცივარში და 15-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ. მოაშორეთ ცელოფანი და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი