კულინარია

რულეტი ძეხვითა და ყველით ფენოვან ცომში

№48

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.12

რულეტი ძეხვითა და ყველით
დაკოპირებულია

გემრიელი რულეტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 შეკვრა ფენოვანი ცომი

🔸 250 გრამი მაღალი ხარისხის ყველი

🔸 200 გრამი ძეხვი

🔸 50 გრამი მწვანე ზეთისხილი

🔸 კვერცხი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გააბრტყელეთ ცომი. ძეხვი დაჭერით კუბიკებად, ზეთისხილი – რგოლებად, ყველი გახეხეთ. ცომს მთელ ზედაპირზე მოაყარეთ ძეხვი, ყველი და ზეთისხილი. გაჭერით ცომი მთელ სიგრძეზე შუაში და გადაახვიეთ რულეტებად. შემდეგ დაჭერით და ერთი მხრიდან დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან ყველა ნაჭერს სათითაოდ წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ აირღუმელში, 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა