კულინარია

რულეტები ქათმის ფილეთი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.06

რულეტი ქათმის ფილეთი
დაკოპირებულია

ქათმის გემრიელი რულეტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 ლარი ქათმის ფილე

🔸 4 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 კვერცხი

🔸 200 გრამი მაგარი ყველი

🔸 100 გრამი მაიონეზი

🔸 3 სადილის კოვზი კეტჩუპი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 2 კბილი ნიორი, ზეთი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. ხახვი წვრილად დაჭერით. ხახვისა და სტაფილოს მასის მეოთხედი მოშუშეთ ზეთში. ქათმის ფილე ჩაჭერით მთელ სიგრძეზე და დაბეგვეთ, წაუსვით ცოტა მარილი და პილპილი, ოხრახუში ძალიან წვრილად დაჭერით, კვერცხი მოხარშეთ და კუბიკებად დაჭერით, ნიორი გასრისეთ, ერთმანეთში აურიეთ კვერცხი, ნიორი, გახეხილი ყველი, მოშუშული ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ თითო სადილის კოვზი კეტჩუპი და მაიონეზი და კარგად აურიეთ.

ცალკე აურიეთ ერთმანეთში გახეხილი სტაფილო და მაიონეზი, დადეთ ფილეს ნაჭრები და სათითაოდ ამოავსეთ შიგთავსით, გადაახვიეთ და შეკარით ხის ჩხირით, ჩაალაგეთ ზეთწასმულ ტაფაზე, ზემოდან წაუსვით სტაფილოსა და მაიონეზის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველიც და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა