კულინარია
რულეტები ბეკონითა და ყველით
№39
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.10
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ნაჭერი ქათმის ფილე
🔸 100 გრამი ყველი ფეტა
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 12 ნაჭერი ბეკონი
🔸 3 კბილი ნიორი
🔸 მარილი, შავი პილპილი და სასურველი სანელებლები – თქვენი გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
წაუსვით ფილეს მარილი, შავი პილპილი, სასურველი სანელებლები, გატარებული ნიორი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. შემდეგ თხლად გაჭერით შუაზე და შუაშიც ჩაჭერით. ყველი დაჭერით გრძლად, ჩხირებივით, პომიდორი – პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ ყველი და პომიდორი ფილეს ჩაჭრილ ადგილში და გარედან შემოახვიეთ ბეკონის ნაჭრები. მოათავსეთ აირღუმელში და შეწვით 200 გრადუსზე, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან