კულინარია

რუკოლასა და ყაბაყის სალათა

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.09

რუკოლას სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 50 გრამი რუკოლა

🔸 1 ცალი ყაბაყი

🔸 140 გრამი პომიდორი ჩერი

🔸 70 გრამი მოცარელა

🔸 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 ჩაის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 2 სადილიის კოვზი ბალზამიკოს ძმარი

🔸 1 სადილის კოვზი გოგრის თესლი

🔸 1 სადილის კოვზი სეზამის მარცვლები

🔸 წიწაკა – გემოვნებით

🔸 თაფლი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი დაჭერით კუბებად, მოათავსეთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე და მოშუშეთ ისე, რომ ოდნავ ხრაშუნა დარჩეს. დაამატეთ წიწაკა. ჩერი პომიდორი გაჭერით ოთხ ნაწილად, დაამატეთ ხელით დაციცქნილი რუკოლა და ყაბაყი. ამოურიეთ და დაამატეთ ყველი მოცარელა. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, სოიის სოუსი, ლიმონის წვენი და თაფლი. დაასხით სალათას და ნაზად ამოურიეთ. ბოლოს მოაყარეთ გოგრის თესლი, სეზამის მარცვლები და მოასხით ბალზამიკოს ძმარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...