რაგუ ბოსტნეულით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.06

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი ქათმის ან ინდაურის ბარკლები
🔸 400 გრამი კარტოფილი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 500 გრამი პომიდორი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 300 გრამი მწვანე ბარდა
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 წითელი, ცხარე წიწაკა, პილპილი
🔸2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 ჭიქა წყალი, მარილი – გემოვნებით
🔸 მწვანილი – თქვენი სურვილის მიხედვით, მოსაყრელად.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის ან ინდაურის ბარკლები მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, მოასხით ზეთი და მოხრაკეთ კარგად, სტაფილო, ხახვი, წიწაკა, კარტოფილი, ნიორი წვრილად დაჭერით და ფენა-ფენა მოაყარეთ შემწვარ ხორცს. მოასხით გახეხილი პომიდორი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ცხარე წიწაკა, მოასხით სოიის სოუსი, დაასხით წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 40 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მწვანე ბარდა, კიდევ შუშეთ 15 წუთი. ბოლოს შეგიძლიათ, მსხვილად დაჭრილი თქვენთვის სასურველი მწვანილიც მოაყაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან