კულინარია

პურის შეჭამანდი სოკოთი

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.11

პური სოკოთი
დაკოპირებულია

სოკოს გემრიელი კერძი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 350 გრამი ქამა სოკო

🔸 1 ცალი კარგი ხარისხის პური („აგური“)

🔸 350 გრამი მაგარი ყველი

🔸 120 გრამი კარაქი

🔸 1 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ქონდარი

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 ცოტა მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკო გაარჩიეთ, წვრილად დაჭერით და ოდნავ მოხრაკეთ მცირე რაოდენობის კარაქში, უყავით მარილი. ყველი დაჭერით თხელ ფირფიტებად. წინასწარ გაყინული კარაქი დაჭერით კუბიკებად. მწვანე ხახვი – წვრილად. პური ბასრი დანით ჩაჭერით კვადრატულად, ამ ჩანაჭრებში ჩატენეთ მწვანე ხახვი, ქონდარი, მოშუშული სოკო, კარაქის ნაჭრებიც არ დაგავიწყდეთ, შემდეგ – ყველი. მოათავსეთ აირღუმელში, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 10 წუთი საკმარისია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა