პომიდვრის სუპ-პიურე ატრიით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.11, 2023 წელი

გემრიელი ატრიას რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 ლიტრი გახეხილი პომიდორი (კანის გარეშე)
🔸500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
🔸 300 გრამი მდნარი ყველი
🔸 1 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
🔸 1 ჩაის კოვზი პიტნა
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი აჯიკა
🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 1 სადილის კოვზი კარაქი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 მარილი – გემოვნებით.
ატრია: 150 გრამი ხაჭო, 1 კვერცხი, ნახევარი კონა ოხრახუში, 100 გრამი ფქვილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააცხელეთ და მასში სწრაფად მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაუმატეთ კარაქი და აურიეთ ძალიან კარგად. მოაყარეთ ხმელი ქონდარი, პიტნა, აჯიკა, დაფნის ფოთოლი და აურიეთ ძალიან კარგად. დაუმატეთ ტომატ-პასტა, ჩაასხით გახეხილი პომიდორი და კარგად აურიეთ. ჩაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო, მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 25 წუთი.
ცალკე თასში ერთმანეთში შეურიეთ ხაჭო, კვერცხი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. დაუმატეთ ფქვილი და მარილი, აურიეთ ძალიან კარგად. მიღებული ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე ისე, რომ ძეხვის ფორმა მიიღოს და დაჭერით 2 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში. უკვე გამზადებული წვნიანი კი დააბლენდერეთ, შეურიეთ მდნარი ყველი და კარგად გახსენით. ჩაუმატეთ შაქარი, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში და მიირთვით ატრიასთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან