პომიდორში ჩაშუშული ღორის ნეკნები
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.12, 2022 წელი

ღორის ნეკნების გემრიელი კერძი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 კილოგრამი ღორის ნეკნები
🔸 500 გრამი პომიდორი
🔸 300 გრამი ხახვი
🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 მესამედი ჩაის კოვზი პილპილი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 2 ჩაის კოვზი შაქარი.
მომზადების წესი 👩🍳
ნეკნები დააცალკევეთ. პომიდორს გადააცალეთ კანი და ბლენდერში დააქუცმაცეთ. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. ცხელ სქელძირიან ტაფაზე, ძალიან მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ ნეკნები. ამოიღეთ ტაფიდან და ტაფაზე დარჩენილ ცხიმში მოშუშეთ ხახვი. თუ საჭირო იქნება, დაუმატეთ ცოტა ზეთი. მოშუშულ ხახვს შეურიეთ პომიდორი, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცხელ სოუსში მოათავსეთ ნეკნები და ადუღეთ კიდევ 1 საათი. ძალიან კარგია მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან