კულინარია

„პიცუნები“ სოსისებით

№24

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.06

სოსისები ცომში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

ცომი – 200 მილილიტრი რძე, 1,5 სადილის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 100 მილილიტრი ზეთი, 1 კვერცხი, 400 გრამი ფქვილი, 1,5 ჩაის კოვზი საფუარი.

შიგთავსი: 3 სადილის კოვზი კეტჩუპი, 12 ცალი პომიდორი ჩერი, 5-6 ცალი სოსისი, 70 გრამი საშუალო სიმაგრის ყველი, 1 სადილის კოვზი ქუნჯუთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოზილეთ ცომი. სასურველია რძე ჯერ შეათბოთ, გახსნათ მასში საფუარი და ისე შეურიოთ, კვერცხის კი მხოლოდ ცილა აიღოთ. არ დაგავიწყდეთ მარილი, შაქარი. შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და მოათავსეთ თბილ ადგილას. როცა ზომაში მოიმატებს, გადაზილეთ და გაყავით სამ ნაწილად. სამივე ნაწილი გააბრტყელეთ 5 მილიმეტრის სისქეზე, ისე, რომ წრის ფორმა მიიღოს და დასერეთ ოთხ ნაწილად.

პომიდორი ჩერი დაჭერით წრეებად, სოსისები – დაჭერით რგოლებად.

ცომის თითოეულ სექტორს წაუსვით კეტჩუპი. შემდეგ თითო სექტორის გამოტოვებით დაალაგეთ პომიდორი. პომიდვრებზე დაალაგეთ სოსისის ნაჭრები, მოაყარეთ გახეხილი ყველი. შემდეგ გადმოაფარეთ ცომის ცარიელი სექტორი, შეკარით მჭიდროდ და ჩანგლით დასერეთ. მოაყარეთ ქუნჯუ-თი, ცოტა გახეხილი ყველი, შემდეგ კი ფუნჯით ფრთხილად გადაუსვით კვერცხის გული. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა