კულინარია
პიცა-ტორტი ბლინისგან
№15
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.04

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი ფქვილი
🔸 2 კვერცხი
🔸 200 მილილიტრი რძე
🔸 150 გრამი რბილი ყველი
🔸 100 გრამი ბეკონი
🔸 1 ქილა პომიდორი საკუთარ წვენში
🔸 4 ძირი მწვანე ხახვი
🔸 მარილი, შავი პილპილი, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ჯერ მოამზადეთ ბლინის ცომი – ერთად ათქვიფეთ კვერცხი, რძე, მარილი, პილპილი. შეურიეთ გაცრილი ფქვილი და მოამზადეთ ცომი. გამოაცხვეთ 5-6 ბლინი ზეთწასმულ, ცხელ ტაფაზე.
სოუსი: მცირე რაოდენობის ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. შეურიეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი თავისი წვენით, დაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი და შუშეთ 5 წუთი. ბლინებს სათითაოდ წაუსვით სოუსი, ზემოდან დაალაგეთ ძალიან თხლად დაჭრილი ბეკონი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, გადაახვიეთ და დაჭერით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან