კულინარია

პიცა სწრაფი საუზმისთვის

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

პიცა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

ცომი – 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი, 1 ჭიქა კეფირი (2.5%-იანი), 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (საფუარი), 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 ჩაის კოვზი პროვანსული სანელებლები.

გულსართი – 3 კვერცხი, 2 სადილის კოვზი პომიდვრის სოუსი (კეტჩუპის ან ტომატის პიურე), ძალიან თხლად დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა – გემოვნებით, შავი პილპილი – გემოვნებით. ქათამი (მოხარშული ან ნებისმიერი ძეხვეული) – გემოვნებით, მწვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

პატარა ჯამში ჩაასხით კეფირი, შეურიეთ შაქარი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ, რომ გამაფხვიერებელი მთლიანად გაიშალოს. დაამატეთ მარილი, კარგად გაცრილი ფქვილი, დაასხით მცენარეული ზეთი, შეაგემეთ პროვანსული სანელებლებით და სათანადოდ მოზილეთ ცომი – უნდა გამოვიდეს საშუალოდ რბილი და ოდნავ წებოვანი მასა. ხელები დაისველეთ ზეთით. ცომი ააგუნდავეთ და მოათავსეთ პატარა ჯამში. გააჩერეთ თბილ ადგილას 5 წუთით.

ცომისგან აიღეთ ნახევარზე ცოტა მეტი ნაწილი, გააბრტყელეთ მრგვლად, დიამეტრით, დაახლოებით, 23-24 სანტიმეტრი – ეს არის პიცის ძირი. ჩააფინეთ ფორმაში საცხობი ქაღალდი და მოათავსეთ მასში ცომი.

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე; გამოაცხვეთ 10 წუთი. ამ დროში მოამზადეთ გულსართი: დაჭერით პომიდორი, ქათამი და ბულგარული წიწაკა. პიცის ძირი გამოიღეთ ღუმელიდან, წაუსვით 1 სადილის კოვზი პომიდვრის სოუსი ან კეტჩუპი, შემდეგ დააწყვეთ ბულგარული წიწაკა, ქათამი და დაჭრილი პომიდორი. ზემოდან დაახალეთ კვერცხები – თითოეულ ბორცვზე 1 კვერცხი. მოაყარეთ სულ ცოტა მარილი და პილპილი. დაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთი. გამოიღეთ. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. ისევ მოთავსდეთ აირღუმელში კიდევ 5 წუთით და შემდეგ მიირთვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა