კულინარია

პიცა სიმინდის ფქვილით

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.02

პიცა
დაკოპირებულია

გემრიელი პიცის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 120 გრამი სიმინდის ფქვილი

🔸 500 მილილიტრი წყალი

🔸 მარილი გემოვნებით

🔸 50 გრამი ყველი.

შიგთავსი: 5 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 30 გრამი წითელი ხახვი, 80 გრამი პომიდორი ჩერი, 30 გრამი მწვანე ზეთისხილი, 50 გრამი ძეხვი „პეპერონი“, 70 გრამი მაგარი ყველი, ცოტა ორეგანო.

მომზადების წესი 👩‍🍳

გახეხეთ ყველი, მოხარშეთ სიმინდის ფქვილი, ხარშვისას მუდმივად ურიეთ ხის დიდი კოვზით, ცხელშივე ჩაყარეთ გახეხილი ყველი, მარილი და კარგად აურიეთ. შემდეგ ჩაასხით პიცის ფორმაში და მოუსწორეთ ზედაპირი. ტომატში ჩაამატეთ ორეგანო და წაუსვით პიცას, მოაყარეთ გახეხილი ყველი (ცოტა ყველი მოიტოვეთ), ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ძეხვი, ხახვი, პამიდორი ჩერი, ზეთისხილი და გამოაცხვეთ აირღუმელში 200 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული