კულინარია
პიცა ფენოვანი ცომით
№36
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.09

მარტივი და გემრიელი პიცის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 შეკვრა ფენოვანი ცომი
🔸 1 კვერცხი
🔸 100 გრამი ძეხვი
🔸 100 გრამი მოცარელა
🔸 ცოტა პომიდორი „ჩერი“, კამა.
მომზადების წესი 👩🍳
ძეხვი დაჭერით მომცრო კუბიკებად, კუბიკებად დაჭერით მოცარელაც. პომიდვრები გაჭერით ოთხად. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით 10-12 სანტიმეტრის ზომის კვადრატებად, კვერცხი ათქვიფეთ და წაუსვით ცომს. შემდეგ ცომის კვადრატები მოათავსეთ მაფინის ფორმებში, სათითაოდ ამოავსეთ ძეხვით და ყველით, სურვილისამებრ, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და გამოაცხვეთ, 200 გრადუსზე. 15 წუთი საკმარისი იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
ახალი ნომერი - №36
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...