პიცა ქამა სოკოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.09
გემრიელი პიცის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი კეტჩუპი
🔸 300 გრამი კარგი ხარისხის ძეხვი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 200 გრამი ქამა სოკო
🔸 150 გრამი მაგარი ყველი
🔸 150 მილილიტრი წყალი
🔸 ძმარი, მარილი, სულ ცოტა შაქარი
🔸 1 ჭიქა თბილი წყალი
🔸 1 ჩაის კოვზი საფუარიი
🔸 2 ჭიქა ფქვილი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად. მოათავსეთ თასში და მოასხით ძმარში შერეული წყალი, უყავით მარილი და შაქარი, აურიეთ ხელით კარგად, გააჩერეთ 1 საათი მაინც. სოკო თხელ ფირფიტებად დაჭერით, ბეკონი – მომცრო კუბიკებად, ყველი გახეხეთ.
ღრმა თასში ჩაასხით თბილი წყალი და გახსენით მასში საფუარი. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები და მოზილეთ. ძალიან არ უნდა ამოვიდეს და ძალიან რბილი ცომიც არ უნდა იყოს. მზა ცომი გაყავით სამ ტოლ ნაწილად (გამოვა სამი პიცა, 30 სანტიმეტრის დიამეტრით). სამივე გუნდა გააბრტყელეთ, მოათავსეთ ზეთწასმულ ტაფებზე, ზემოდან წაუსვით კეტჩუპი, მოაყარეთ ხახვი მარინადიდან, სოკო და ძეხვი, ზემოდან მოაყარეთ ბევრი გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან