კულინარია

პიცა ყაბაყითა და შნიცელით

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.04, 2022 წელი

პიცა ყაბაყითა და შნიცელით
დაკოპირებულია

ყაბაყის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი:

🔸 300 გრა­მი უს­ა­ფ­უ­ა­რო

🔸 ფე­ნ­ო­ვ­ა­ნი ცო­მი

🔸 500 გრა­მი ყა­ბ­ა­ყი

🔸 2 ცა­ლი ბუ­ლ­გ­ა­რ­უ­ლი წი­წ­ა­კა

🔸 2 ცა­ლი პო­მ­ი­დ­ო­რი

🔸 4 ცა­ლი შნი­ც­ე­ლი (გა­ყ­ი­ნ­უ­ლი და გა­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­უ­ლი ნა­ხ­ე­ვ­ა­რ­ფ­ა­ბ­რ­ი­კ­ა­ტი)

🔸 მო­ც­ა­რ­ე­ლ­ას ბუ­რ­თ­უ­ლ­ე­ბი, 6 კვე­რ­ც­ხი

🔸 50 გრა­მი მა­გ­ა­რი ყვე­ლი

🔸 მა­რ­ი­ლი – გე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბ­ით.

თუ 28-30 სა­ნ­ტ­ი­მ­ე­ტ­რ­ის დი­ა­მ­ე­ტ­რ­ის ფო­რ­მ­ა­ში გა­მ­ო­ა­ც­ხ­ო­ბთ, ამ ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბ­ით გა­მ­ო­ვა ორი პი­ცა.

მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი 👩‍🍳

ცო­მი წი­ნ­ა­ს­წ­არ გა­ა­ლ­ღ­ვ­ეთ და რაც შე­ი­ძ­ლ­ე­ბა, თხლად გა­ა­ბ­რ­ტ­ყ­ე­ლ­ეთ. ჩა­ა­ფ­ი­ნ­ეთ ფო­რ­მ­ა­ში ისე, რომ ნა­პ­ი­რ­ე­ბ­ზე გა­დ­მ­ო­ე­ფ­ი­ნ­ოს. ყა­ბ­ა­ყი გა­თ­ა­ლ­ეთ. და­ჭ­ე­რ­ით თხელ რგო­ლ­ე­ბ­ად. ჩა­ა­ლ­ა­გ­ეთ ერთ ფე­ნ­ად ფო­რ­მ­ა­ში. ბუ­ლ­გ­ა­რ­უ­ლი წი­წ­ა­კა და­ჭ­ე­რ­ით თხელ რგო­ლ­ე­ბ­ად. თხლად და­ჭ­ე­რ­ით პო­მ­ი­დ­ო­რ­იც. ყა­ბ­ა­ყ­ზე მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ ჯერ ბუ­ლ­გ­ა­რ­უ­ლი წი­წ­ა­კა და შე­მ­დ­ეგ პო­მ­ი­დ­ო­რი. უყავით მარილი. შნი­ც­ე­ლი ცო­ტა გა­ა­ლ­ღ­ვ­ეთ, და­ჭ­ე­რ­ით თხლად და და­ა­ლ­ა­გ­ეთ პო­მ­ი­დ­ო­რ­ზე. ზე­მ­ო­დ­ან მო­ა­ყ­ა­რ­ეთ და­ჭ­რ­ი­ლი მო­ც­ა­რ­ე­ლა. კვე­რ­ც­ხი კა­რ­გ­ად ათ­ქ­ვ­ი­ფ­ეთ (ერ­თი კვე­რ­ც­ის გუ­ლი და­ი­ტ­ო­ვ­ეთ) და მო­ა­ს­ხ­ით პი­ც­ას. ზე­მ­ო­დ­ან მო­ა­ყ­ა­რ­ეთ და­ფ­ხ­ვ­ნ­ი­ლი მა­გ­ა­რი ყვე­ლი. გა­დ­მ­ო­ა­ფ­ა­რ­ეთ ცო­მ­ის ნა­პ­ი­რ­ე­ბი. წა­უ­ს­ვ­ით კვე­რ­ც­ხ­ის გუ­ლი და გა­მ­ო­ა­ც­ხ­ვ­ეთ 180 გრა­დ­უ­ს­ზე 35 წუ­თ­ის გა­ნ­მ­ა­ვ­ლ­ო­ბ­ა­ში.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი