კულინარია

პიცა-ჩებურეკი ხორცის ფარშითა და როზმარინით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.11

პიცა-ჩებურეკი
დაკოპირებულია

გემრიელი ჩებურეკის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ჭიქა ფქვილი

🔸 1 ჩაის კოვზი საფუარი

🔸 1 ჭიქა რძე

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 1 კვერცხი

🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 400 გრამი ძროხის ხორცის ფარში, როზმარინი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 400 გრამი დაკონსერვებული

🔸 ცოცხალი პომიდორი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸1 კბილი ნიორი

🔸 125 გრამი მოცარელა

🔸 1 ხახვი, მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

რძე ოდნავ გაათბეთ, გახსენით მასში საფუარი, შაქარი და გააჩერეთ 20 წუთი. თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, შეურიეთ მარილი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ საფუვრიანი რძე და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და გააჩერეთ 1 საათი თბილ ადგილზე.

ხახვი და ნიორი დაჭერით ძალიან წვრილად და მოშუშეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე. დაუმატეთ ფარში და ერთად ძალიან კარგად მოშუშეთ. შემდეგ შეურიეთ პომიდორი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, აურიეთ ძალიან კარგად და შუშეთ 7 წუთი. მოცარელა დაჭერით, ოხრახუში დააქუცმაცეთ. ცომი კარგად გააბრტყელეთ მრგვალ ფორმაზე, ერთ ნახევარზე დადეთ მოშუშული ხორცი, ზემოდან დაალაგეთ მოცარელას ნაჭრები და მოაყარეთ ოხრახუში. გადააფარეთ ცომის ცარიელი ნახევარი და ნაპირები კარგად შემოუკეცეთ. დაამზადეთ კიდევ ერთი ასეთი და მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, დატოვეთ ფორმაში 15 წუთი და შემდეგ გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და როზმარინი, კიდევ 5 წუთი შეაბრუნეთ აირღუმელში და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა