პიტა კიტრითა და კალმახით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.08, 2022 წელი

გემრიელი პიტას რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი მზა პიტა (პური)
🔸 100 გრამი კალმახის ფილე
🔸 2 სადილის კოვზი მდნარი ყველი
🔸 1 ცალი კიტრი, 1 ცალი პომიდორი
🔸 ერთი კონა ისპანახი
🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი.
მომზადების წესი 👩🍳
კიტრი დაჭერით წვრილ ჩხირებად, ხახვი – ძალიან წვრილად, დაუმატეთ დაქუცმაცებული ყველი და აურიეთ ძალიან კარგად. პიტა პური გაჭერით შუაში. კალმახის ფილე დააქუცმაცეთ. პიტას შუაში ჯერ თანაბარ ფენად წაუსვით კიტრიანი მასა. დაალაგეთ ისპანახის ფოთლები და თხლად დაჭრილი პომიდორი. პომიდორს ზემოდან მოალაგეთ კალმახის ფილე და პიტა „დახურეთ“. მოათავსეთ გრილისთვის განკუთვნილ ბადეზე და ორივე მხრიდან შეწვით ნაკვერჩხალზე. თუ არც გრილი გაქვთ და არც ნაკვერჩხალი, მაშინ დადეთ აირღუმელის ბადეზე და იქ მოამზადეთ. მთავარია, ერთხელ მაინც გადააბრუნოთ. სულ რამდენიმე წუთი საკმარისია და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან