პიკანტური ტკბილეული შოკოლადში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 320 გრამი თეთრი ორცხობილა
🔸 200 გრამი შოკოლადის ორცხობილა
🔸 50 გრამი გამდნარი კარაქი
🔸 1 ქილა შესქელებული რძე
🔸 300 გრამი თხილიანი
🔸 შავი შოკოლადი
🔸 კარგად ათქვეფილი 1 კვერცხის ცილის ნახევარი
🔸 110 გრამი ნაღები.
მომზადების წესი 👩🍳
ბლენდერში დააქუცმაცეთ თეთრი ორცხობილა, მოათავსეთ თასში და შეურიეთ მოხარშული, შესქელებული რძე. დაუმატეთ ძალიან კარგად ათქვეფილი ცილა, გამდნარი კარაქი, აურიეთ ძალიან კარგად და მოათავსეთ მაცივარში.
დააქუცმაცეთ და დაფხვენით შოკოლადის ორცხობილა. დაამტვრიეთ შოკოლადის ფილა. თასში ჩაასხით ნაღების 1/3, ჩაყარეთ მასში შოკოლადის ნატეხები, შემდეგ ნელ ცეცხლზე გააცხელეთ და გაადნეთ, თან გამუდმებით ურიეთ. მაცივრიდან გამოიღეთ თეთრი, ტკბილი მასა, გააკეთეთ მისგან პატარა ბურთულები, ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში და შემდეგ ორცხობილის ნაფხვენში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან