კულინარია

პიკანტური გუფთები

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.01, 2023 წელი

პიკანტური გუფთები
დაკოპირებულია

გემრიელი გუფთების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომისთვის - 300 გრამი ფქვილი, 1 კვერცხი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 100 მილილიტრი წყალი, 300 გრამი საქონლის ხორცის ფარში, 2 ცალი ხახვი, მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით, 100 გრამი ბრინჯი.

სოუსი:

🔸 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 150 გრამი პომიდორი საკუთარ წვენში

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 500 მილილიტრი წყალი

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოზილეთ ცომი. თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და ზეთი, შეურიეთ წყალი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ მისგან ბურთი და შეახვიეთ საკვებ ცელოფანში. „დაასვენეთ“ ნახევარი საათით.

მოამზადეთ ფარში: ბრინჯი ცოტა ხანს ჩაალბეთ მდუღარეში და მერე გადაწურეთ. ხახვი ძალიან წვრილად დაჭერით და შეურიეთ ფარშში. უყავით მარილი და პილპილი. გააკეთეთ 12 ცალი გუფთა. ბრინჯი გაშალეთ დიდ დაფაზე და ამოაგუნდავეთ მასში გუფთები სათითაოდ.

სოუსისთვის: წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ზეთში, ძალიან ცხელ ტაფაზე. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა - ორივე ფერის და გახეხილი სტაფილო. აურიეთ კარგად. დაუმატეთ გასრესილი ნიორი, მარილი და პილპილი - გემოვნებით. ჩაასხით პომიდორი, წყალი. აურიეთ და შუშეთ 5 წუთი.

ცომი გააბრტყელეთ სამ მილიმეტრ სისქეზე. ამოჭერთი ფართოპირიანი ჭიქით 12 წრე. თითოეულის შუაგულში ჩადეთ თითო გუფთა და ნაპირები შემოუკეცეთ ისე, რომ შუაგულში გუფთები ჩანდეს. ჩაალაგეთ ზეთიან ტაფაში. მოასხით ბოსტნეულის სოუსი და ხარშეთ 30-35 წუთის განმავლობაში. ტაფას თავსახური დააფარეთ. უგემრიელესია - არომატული და განსხვავებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი