კულინარია

ფუნთუშები შოკოლადის გლაზურით

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.07

ფუნთუშები შოკოლადის
გლაზურით
დაკოპირებულია

შოკოლადის ფუნთუშების რეცეპტი თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 120 გრამი რძე

🔸 130 გრამი ნაღები,

🔸1 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 1 სადილის კოვზი შაქარი

🔸 7 გრამი საფუარი.

ცომისთვის:

🔸 4 სადილის კოვზი შაქარი

🔸 ცოტა ვანილი

🔸 330 გრამი ფქვილი

🔸 სადილის კოვზი ზეთი

🔸ნახევარი სადილის კოვზი ფორთოხლის ცედრა

🔸 მეოთხედი ჩაის კოვზი დაფხვნილი კორდემონი.

გლაზური:

🔸 40 მილილიტრი ნაღები

🔸 85 გრამი თეთრი შოკოლადი

🔸 90 გრამი მარშმელოუ

🔸 1 გრამი ნებისმიერი ფერის საკვები საღებავი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნაღები და რძე კარგად აურიეთ, გაათბეთ, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, აურიეთ. დააფარეთ თბილად, რომ არ გაცივდეს და გააჩერეთ 15 წუთი.

როგორც კი ცომის ბაზა ცოტა ამოვა, დაუმატეთ ვანილი, ფორთოხლის ცედრა, კორდემონი, ზეთი და შაქარი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, მოზილეთ რბილი ცომი, ისეთი, რომ ხელებზე არ გეკრობოდეთ. გადაიტანეთ ზეთწასმულ თასში, დააფარეთ სქელი ტილო და ასე გააჩერეთ საათ-ნახევარი.

ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ, ამოჭერით ჭიქით ფიგურები, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ კიდევ 20 წუთი,

თუჯის ქვაბში ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ, ჩაყარეთ მასში ცომის ფიგურები, ოქროსფერი რომ გახდება, ამოიღეთ.

გლაზურისთვის – მდუღარე წყლის აბაზანაში ჩადგით ნიკელის თასი, მოათავსეთ მასში ნაღები და ნელი მორევით გააცხელეთ. შეურიეთ დამტვრეული შოკოლადი და გაადნეთ. შემდეგ ჩაუმატეთ მარშმელოუ და ნელ-ნელა მორევით ერთგვაროვან მასად აქციეთ, ბოლოს შეურიეთ საკონდიტრო საღებავი, რა ფერიც თქვენ გნებავთ და წაუსვით თქვენს ფუნთუშებს. ძალიან სწრაფად გაშრება და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა