კულინარია

ფუნთუშები გლაზურით

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.03, 2023 წელი

ფუნთუშები გლაზურით
დაკოპირებულია

გემრიელი ტკბილეულის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი: 125 მილილიტრი რძე, 125 მილილიტრი ნაღები, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 7 გრამი საფუარი. ასევე, 4 სადილის კოვზი შაქარი, ერთი შეკვრა ტკბილი ვანილი, 330 გრამი ფქვილი, 1 სადილის კოვზი ზეთი, ნახევარი ფორთოხლის ცედრა, მეოთხედი ჩაის კოვზი დაფხვნილი კარდემონი.

გლაზური: 40 მილილიტრი ნაღები, 85 გრამი თეთრი შოკოლადი, 90 გრამი მარშმელოუ, 1 გრამი ჟოლოსფერი საკონდიტრო საღებავი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ერთმანეთში შეურიეთ ნაღები და რძე, ოდნავ შეათბეთ, დაუმატეთ ფქვილი, შაქარი და საფუარი, აურიეთ, დააფარეთ ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 15 წუთი მაინც, შემდეგ გადაიტანეთ დიდ თასში, შეურიეთ ვანილი, შაქარი, ფორთოხლის ცედრა, კარდემონი, ზეთი, ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი – ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ, გადაიტანეთ ზეთწასმულ თასში და გააჩერეთ თბილად შეფუთული, თბილ ადგილას საათ-ნახევრის განმავლობაში. შემდეგ კი ერთხელ კიდევ გადაზილეთ.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ 4 მილიმეტრის სისქეზე, ამოჭერით ჭიქით რგოლები, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ, იქაც ამოჭერით რგოლები და ისიც გააჩერეთ 20 წუთი. თუჯის ან ნიკელის ქვაბში ჩაასხით ზეთი 3 სანტიმეტრის სიმაღლეზე და აადუღეთ. შეწვით მასში ფუნთუშები ორივე მხრიდან და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

მოამზადეთ გლაზური – თასში ჩაასხით ნაღები, გააცხელეთ და ჩაუმატეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი, გაადნეთ და ერთგვაროვან მასად რომ იქცევა, დაუმატეთ მარშმელოუ, ნელი მორევით აქციეთ სუფლედ, ბოლოს კი შეურიეთ საღებავი და სწრაფადვე წაუსვით ფუნთუშებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი