ფუმფულა ოლადები მაწვნის ცომით ირინა ტორონჯაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.09
ირინა ტორონჯაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ კარგი კულინარი ვარ, ყველაფერი, რასაც ვამზადებ გემრიელი გამომდის. მიყვარს სახლში მომზადებული კერძები, ჯანსაღი პროდუქტებითა და დიეტური შემადგენლობით. არ მიყვარს, როცა რამდენიმე კილოგრამის დაკლების გამო, რაციონიდან ვიღებ სხვადასხვა პროდუქტს. ჩემი დიეტა გულისხმობს ყველაფრის ჭამას, ტკბილისაც და ნებისმიერის, რაც მინდა. არანაირი ინტერვალური შიმშილი. ოღონდ ვაკონტროლებ რაოდენობას, ბევრს დავდივარ ფეხით, მძინავს 8-9 საათი, ვსვამ ბევრ სითხეს. არ ვეწევი. ალკოჰოლს, „კოკა-კოლას“ და ყავას არ ვსვამ. მინდა, შემოგთავაზოთ ფუმფულა ოლადების რეცეპტი მაწვნის ცომით, კვერცხის გარეშე, რომელიც საკმაოდ მარტივად მზადდება, ადვილად ანაყრებს და ძალიან გემრიელია.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი მაწონი
🔸 180 გრამი ფქვილი
🔸 1-2 სადილის კოვზი შაქარი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 1 ჩაის კოვზი სოდა, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
მაწონს დაამატეთ მარილი და შაქარი. მოურიეთ მანამ, სანამ კარგად არ გაიხსნება ორივე ინგრედიენტი. მოაყარეთ ფქვილი და მოურიეთ კარგად კოვზით. ბოლოს, დაუმატეთ სოდა. ცომი უნდა გამოვიდეს ჰაეროვანი და ელასტიკური. დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, გახურებულ ზეთიან ტაფაზე, აცხვეთ ორივე მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან