კულინარია
ფუმფულა ოლადები
№47
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.12
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი მაწონი
🔸 180 გრამი ფქვილი
🔸 1 სადილის კოვზი შაქარი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი სოდა.
მომზადების წესი 👩🍳
მოათავსეთ მაწონი ცალკე ჯამში, დაამატეთ მარილი და შაქარი. ურიეთ, სანამ ორივე ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება. ჩაუმატეთ ფქვილი და კოვზით მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ სოდა. ცომი უნდა გამოვიდეს ჰაეროვანი და ელასტიკური. დატოვეთ, 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გახურებულ ტაფაზე გამოაცხვეთ, ორივე მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





