ფუმფულა ღვეზელი ხაჭოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.09, 2022 წელი
![ღვეზელი ხაჭოთი ღვეზელი ხაჭოთი](/files/2022/08/31/5612/ghvezeli-khachoti_w_h.jpeg)
ხაჭოს გემრიელი ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 350 გრამი ფქვილი, 1 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი, 100 გრამი შაქარი, 20 გრამი ვანილის შაქარი, 250 გრამი მაწონი ან იოგურტი, 2 კვერცხი.
შიგთავსი: 500 გრამი ხაჭო, 3 კვერცხი, 75 გრამი შაქარი (ორი სადილის კოვზი), ერთი სადილის კოვზი მოცვი ერთი კოვზი შაქრით, 3 სადილის კოვზი შაქრის პუდრი.
მოსაყრელად: 100 გრამი შაქარი, 100 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, 200 გრამი მოცვი, 3 სადილის კოვზი შაქრის პუდრა.
მომზადების წესი 👩🍳
გამოსაცხობი ფორმა უნდა იყოს 25-35 სანტიმეტრი დიამეტრის.
შავ მოცვს წინასწარ მოაყარეთ ერთი კოვზი შაქარი. თასი შეანჯღრიეთ, რომ შაქარი კენკრაზე თანაბრად გადანაწილდეს. ცალკე თასში ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი. დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კარგად აურიეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და იოგურტი. დაუმატეთ ფქვილიან მასას და მოზილეთ ცომი. ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი.
შიგთავსისთვის ერთმანეთიდან გამოაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილას დაუმატეთ სულ ცოტა მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. მოაყარეთ შაქარი და ისევ კარგად ათქვიფეთ. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გული. აურიეთ კარგად და ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილი ცილა, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მოამზადეთ მოსაყრელი: ცალკე თასში ერთმანეთში შეურიეთ ფქვილი, შაქარი, დარბილებული კარაქი და აქციეთ ფხვნილად.
ხაჭოს მასა წაუსვით ცომს ზემოდან და მოასწორეთ. შემდეგ მოაყარეთ შაქრიანი ფხვნილი. მოცვი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. ცოტა რომ გაცივდება, მოაყარეთ დარჩენილი მოცვი და შაქრის პუდრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან