ფრანგული სალათა ნიახურის ძირებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.03, 2022 წელი
მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 მოზრდილი ნიახურის ძირი
🔸 2 ცალი მჟავე კიტრი
🔸 2 კვერცხი, 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
🔸 100 გრამი წვრილი სოკო მარინადში
🔸 მარილი, მაიონეზი, ცოტა მწვანე ხახვი, შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
ნიახურის ძირი წვრილად დაჭერით. კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით. კარტოფილი მოხარშეთ მარილიან წყალში, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. სოკო დაწურეთ და მერე ცოტა მსხვილად დაჭერით. მჟავე კიტრიც დაჭერით. ინგრედიენტები მოათავსეთ თასში, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, დაუმატეთ მაიონეზი, აურიეთ და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან