ფორთოხლის სეზონური კექსი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.12
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 კვერცხი
🔸 250 გრამი შაქარი
🔸 150 მილილიტრი რძე
🔸 120 მილილიტრი ზეთი
🔸 100 მილილიტრი ფორთოხლის წვენი
🔸 1 ფორთოხლის ცედრა
🔸 2 ფორთოხალი
🔸 15 გრამი გამაფხვიერებელი
🔸 3 ჭიქა ფქვილი
🔸 მწიკვი მარილი
🔸 ყავისფერი შაქარი
🔸 დარიჩინი და შაქრის პუდრა – მოსაყრელად.
მომზადების წესი 👩🍳
ყველა ზემოთ მოყვანილი ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ და მოამზადეთ ცომი. ფორმას მოუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტა ყავისფერი შაქარი, მოალაგეთ კანიანად თხლად დაჭრილი ფორთოხალი და ზემოდან დაასხით მომზადებული ცომი. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზედა ქვედა წვით 40-45 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. უკვე გამომცხვარი ფრთხილად გადმოატრიალეთ, ზემოდან მოაყარეთ დარიჩინი, ყავისფერი შაქარი და შეაბრუნეთ ღუმელში, დაახლოებით, 5 წუთი. გამოიღეთ და მოაყარეთ ცოტა შაქრის პუდრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან