კულინარია
ფორთოხლის ნოტიო კექსი
№13
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.04

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი ფორთოხალი
🔸 3 კვერცხი
🔸 300 გრამი შაქარი
🔸 150 მილილიტრი რძე
🔸 150 გრამი ზეთი
🔸 16 გრამი გამაფხვიერებელი
🔸 300 გრამი ფქვილი
🔸 შაქრის პუდრა - ზემოდან მოსაყრელად.
მომზადების წესი 👩🍳
გარეცხილი ფორთოხალი კანიანად დაჭერით პატარა ნაჭრებად და დააბლენდერეთ. ბლენდერშივე დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ფქვილისა და გამაფხვიერებლის გარდა. გადმოიღეთ ჯამში და ხის ან სილიკონის კოვზით ნელ-ნელა გადაურიეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მომზადებული ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში ცხიმწასმულ ქაღალდზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვით. ცხობის დრო 35-40 წუთია. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან