ფორთოხლის ნამცხვარი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.02, 2022 წელი

გემრიელი ფორთოხლის ნამცხვრის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:👇
2 კვერცხი, 1 პაკეტი ვანილი, 2 ფორთოხალი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 1/2 ჭიქა არაჟანი, 200 გრამი ფქვილი, 150 გრამი შაქარი, 125 გრამი მარგარინი, 1 სუფრის კოვზი კარაქი, მანანის ბურღული.
მომზადების წესი:👩🍳
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა კარგად ათქვიფეთ 1 სუფრის კოვზ შაქართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ დანარჩენი შაქარი და კვერცხის გული, დაუმატეთ დარბილებული მარგარინი, არაჟანი, ვანილი, ფქვილში არეული გამაფხვიერებელი და ფრთხილად შეურიეთ გათქვეფილი ცილა. ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ჯერ მანანის ბურღული, შემდეგ ცოტა შაქარი და დააწყვეთ თხლად დაჭრილი ფორთოხალი. ზემოდან დაასხით ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე. ოდნავ შეაგრილეთ, ფრთხილად გადმოაბრუნეთ და ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან