კულინარია

ფორთოხლის ნამცხვარი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.11, 2021 წელი

ფორთოხლის ნამცხვარი
დაკოპირებულია

ფორთოხლის ნამცხვრის გემრიელი რეცეპტი „თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 ერთი ფორთოხლის წვენი

🔸 1 ფორთოხლის ცედრა

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი სოდა

🔸 50 გრამი ნუში, 75 გრამი ფქვილი

🔸 100 გრამი დარბილებული კარაქი

🔸 200 გრამი შაქარი (ნაწილი დაგჭირდებათ სიროფისთვის)

🔸 2 კვერცხი, 100 გრამი შაქრის პუდრი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა, ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ შეურიეთ ფქვილი, დაფქული ნუში, სოდა და ფორთოხლის ცედრა. დაამატეთ ფორთოხლის წვენი (დაიტოვეთ სიროფისთვისაც). გადაიტანეთ ცომი სა­შუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე.

სანამ ცხვება, მოამზადეთ სიროფი: ერთმანეთს შეურიეთ ფორთოხლის წვენი და შაქარი და წამოადუღეთ.

ცხელი ნამცხვარი დაჩხვლიტეთ და მოასხით სიროფი. გააცივეთ ფორმაშივე, ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი, შემდეგ ამოიღეთ და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი