კულინარია

ფორთოხლის კრემ-ტორტი

№6

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.02

ფორთოხლის კრემ-ტორტი
დაკოპირებულია

გემრიელი ფორთოხლის დესერტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 კვერცხის გული

🔸 1 ცალი ფორთოხალი

🔸 500 მილილიტრი რძე

🔸 200 გრამი შაქარი (ნახევარი – კრემისთვის და ნახევარი – კარამელისთვის)

🔸 სასურველია ცოტა ფორთოხლის ლიქიორი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფორთოხალი ძალიან კარგად გარეცხეთ, შემდეგ ჩამოხეხეთ ცედრა, გაჭერით შუაში და გამოწურეთ. ცედრა შეურიეთ რძეს, დადგით დაბალ ცეცხლზე და როგორც კი დუღილამდე მივა, გადმოდგით. ათქვიფეთ კვერცხი 100 გრამ შაქართან ერთად გათეთრებამდე, ნელ-ნელა შეურიეთ შეგრილებული რძე, თან სულ ურიეთ, დაუმატეთ ფორთოხლის გამოწურული წვენი. კარგი იქნება, თუ სულ ცოტა ფორთოხლის ლიქიორს ჩაუმატებთ.

ცალკე მოამზადეთ კარამელი: 100 გრამ შაქარს დაასხით 3 სადილის კოვზი წყალი, დადგით ცეცხლზე და რომ შესქელდება, სწრაფად ჩაასხით ფორმებში, ერთ მესამედზე უნდა შეივსოს, ზემოდან კი მოასხით ფორთოხლის კრემი. გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით წყალი, ჩადგით მასში ფორმები, მოათავსეთ აირღუმელში და 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული