კულინარია

ფოლგაში გამომცხვარი თევზი ხახვითა და სტაფილოთი მზია გეწაძისგან

№49

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.12

მზია გეწაძის თევზი
დაკოპირებულია

მზია გეწაძე საყვარელი კერძის რეცეპტს 'თბილისელებს" უზიარებს👇

ვფიქრობ, თუ ადამიანმა მოინდომა, ყველა კერძი გამოუვა. მე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და როცა დრო მაქვს, გემრიელ კერძებს ვამზადებ. მსიამოვნებს, როცა საკუთარი ნახელავით მეგობრებს ვუმასპინძლდები და ისინიც კმაყოფილები არიან. ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო მიყვარს, თუმცა ნებისმიერ უცხო კერძსაც ვამზადებ და კარგადაც გამომდის. ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი, მოხარშული ხორცი, თევზი და ცოცხალი ბოსტნეული. ვცდილობ, ჯანსაღად და სწორად ვიკვებო. წონა რომ ვაკონტროლო და არ მოვიმატო, დღის განმავლობაში ცოტ-ცოტას ვჭამ, ღამის საათებში კი – საერთოდ არ მივირთმევ. მინდა, „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს ხახვითა და სტაფილოთი ფოლგაში გამომცხვარი თევზის რეცეპტი გავუზიარო, რომელიც გარდა იმისა, რომ გემრიელია, არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება და რაც მთავარია, ყველას აუცილებლად გამოუვა.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 თევზი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით

🔸 ოხრახუშის ქორფა ფოთლები და ლიმონის ნაჭრები – გასაფორმებლად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი და სტაფილო დაჭერით და ტაფაზე სანახევროდ მოშუშეთ. თევზი გაასუფთავეთ, წაუსვით მარილი და პილპილი. ამოუვსეთ მუცელი მოშუშული ბოსტნეულით, შეფუთეთ ფოლგაში და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ თეფშზე და გააფორმეთ ოხრახუშის ფოთლებითა და ლიმონის ნაჭრებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა