კულინარია

ფლავი ბურღულითა და შემწვარი ვერმიშელით (სამარხვო)

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.03

სამარხვო ფლავი
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო ფლავის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸300 გრამი ბურღული

🔸 200 გრამი ვერმიშელი

🔸 600 მილილიტრი წყალი

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ მასში მშრალი ვერმიშელი, მოხალეთ და ცალკე თეფშზე გადმოიღეთ. იმავე ქვაბში ჩაამატეთ ორი სადილის კოვზი ზეთი და მასში მოშუშეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასხით 600 მილილიტრი ცხელი წყალი, ჩაყარეთ ბურღული და ვერმიშელი, მარილი და შავი პილპილი, აურიეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. 20 წუთის შემდეგ დააფარეთ ტილოშემოხვეული თავსახური, სითხე რომ სრულად ამოშრება, მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №12

20-26 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი